მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, 3 March 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი კოლეგების პრეზენტაციები მოვისმინეთ. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. დიდი მადლობა პროექტის შემქმნელებსა და ტრენერს, ქალბატონ თამარ ლოსაბერიძეს.  

Sunday, 1 March 2015

მერვე დღის რეფლექსია

ყოველი დღე ამ ტრენინგზე სიახლეებით სავსე და საინტერესოა... ბევრი სიახლე გავიგე და გავიაზრე :) ვფიქრობ მოსწავლეებთან ერთად  უფრო ეფექტურად შევძლებ პროექტების განხორციელებას, რაც ასე ძალიან მომწონს. რაც მთავარია, ჩემი ელექტრონული პორთფოლიოს შევსებასა და გამშვენებას შევძლებ. დავამატებ youtube -დან რესურსებს მოსწავლეებისათვის...
p.s. ქალბატონი თამარი საუკეთესო ტრენერია მსოფლიოში :)

Old Tbilisi/ Tiflis/ ძველი თბილისი

Saturday, 28 February 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

თურმე არც ისეთი მარტივი ყოფილა  პრეზენტაციის  შექმნა power point - ის დახმარებით როგორც გვეგონა :)  მოსწავლეთა წინაშე კი ხშირად ვაყენებთ ისეთ მოთხოვნებს, რომლის შექმნის სირთულეს შესაბამისად არ ვაფასებთ :( დიახ ეს მწარე რეალობაა... თუმცა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი :) დღეს ჩატარებული ხანგრძლივი სამუშაოს შემდეგ აუცილებლად გავზრდი პრეზენტაციის მომზადების შეფასების წილს პროექტის ფარგლებში. მადლობა ამ პროექტის ავტორებს მშვენიერი პროგრამის შექმნისა  და უფრო მშვენიერი ტრენერის შერჩევისათვის ...

Sunday, 22 February 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

რომ იცოდეთ, როგორი საინტერესო დღე იყო . . . ბევრი ახალი და საინტერესო რამ ვისწავლე, მათ შორის დიდი წილი ბლოგზე მუშაობას ეხება. გუშინ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე... სურათების ატვირთვაც ვისწავლეთ და გამოკითხვის შექმნა და ბლოგზე დამატება. :)

Saturday, 21 February 2015

მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანი  დროში გაწერილი პროექტის შეფასების სქემას  და შევქმენით ჩვენს პროექტზე მორგებული შეფასების სქემას. გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის წესებს, შევქმენით პრეზენტაცია powerpoint - ის გამოყენებით.