მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, 7 February 2015

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ გამაოცა . . . რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ბოლო დროს იშვიათად  შევხვედრილვარ ისეთ პროფესიონალ ტრენერს, როგორიც ქალბატონი თამუნაა . . . ჩემი განწყობა (ჩემო საცოდაო შვილებო, მოგიკვდეთ საბრალო დედა, რომელსაც შაბათ-კვირასაც არ აქვს მოსვენება . .  :) ) რადიკალურად შეიცვალა და ტრენინგის ბოლოს წელში გამართული, ამაყი დავბრუნდი სახლში, რადგან ნამდვილად საინტერესო და საჭირო, ( შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი ) ახალი ცოდნის შეძენის ელექტრონულ მისამართებს გავეცანი, როგორიც არის  http://tpdc.ge/essentials/ http://ict.tpdc.ge/ და intel-52skola.blogspot.com  
დღევანდელ დღეს ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. განვიხილედ თავად 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევებად წოდებული უნარები, მოვნიშნეთ მათგან ჩვენი საგნიდან გამომდინარე პრიორიტეტული რადენიმე პუნქტი... შევქმენით ბლოგი, განვიხილეთ ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილი რამდენიმე პროექტი...
მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს... 
მადლობა დღევანდელი დღისათვის...  

No comments:

Post a Comment